1
|
გაკვეთილის თემა
|
აკაკი წერეთელი, ,,განთიადი’’
|
2
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
საბაზო, IX3
კლასი
|
3
|
საგნის დასახელება, მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ქართული ენა და ლიტერატურა,
ელენე პავლიაშვილი
|
4
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
23
|
5
|
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
|
--------
|
6
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
მოსწავლეები გამოკვეთენ ლექსშi დასმულ ძრითად საკითხს და იმსჯელებენ იმაზე,
რამდენად აქტუალურია ეს საკითხი დღეს.
|
7
|
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
1. მოსწავლეებს მოვასმენინებ ლექსს ავტორის დეკლამაციით;
2. დააკვირდებიან ლექსს, ამოიცნობენ მასში მხატვრულ-გამომსახველობით
ხერხებს, განსაზღვრავენ მათი გამოყენების მიზნებს;
3. ამოიცნობენ ავტორის მეტყველების თავისებურებას, მიზნობრივად გამოყენებულ
სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ქმნიან განწყობას ლექსში და მსჯელობენ მათ დანიშნულებაზე;
4. გაეცნობიან იმ ისტორიულ ფაქტს, რომელიც ლექსშია არეკლილი;
5. გამოიყენებენ სქემას და აზრობრივ რუკა-პირამიდას მნიშვნელოვანი ინფორმაციის
და იიდეების გასააზრებლად, შესაჯამებლად.
|
8
|
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი
ინდიკატორები
|
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა
თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება
და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხულობს სხვადასხვა სახის
მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და
მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
·
აანალიზებს ტექსტში მოცემულ
ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
·
აკვირდება, ამოიცნობს და შეაფასებს
ავტორის ან პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის, აღწერილი
მოვლენების მიმართ;
·
შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებში
წარმოდგენილ კონფლიქტს/პრობლემას, ასევე ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის ხედვას
და პოზიციას ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში;
·
IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების
ანალიზისას.
·
·
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შეაფასებს მხატვრულ-გამომსახველობითი
ხერხების ეფექტიანობას ტექსტში;
·
ამოიცნობს ავტორის მეტყველების
თავისებურებას, მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას და მსჯელობს მათს დანიშნულებაზე.
·
ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების
გამოყენება.
·
·
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სქემებს, დიაგრამებს,
ცნებების განმარტებებს, აზრობრივ რუკებს ან სხვა საშუალებებს მნიშვნელოვანი ინფორმაციისა
და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად;
|
9
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
IX კლასის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, წინასწარ
მომზადებული სლაიდები და აკაკის ხმა, ცარცი, ფერადი სტიკერები, წინასწარ მომზადებული
სქემა და რუკა-პირამიდა.
|
10
|
გაკვეთილის მსვლელობა
საკლასო მენეჯმენტი
|
I ფაზა-გამოწვწვა
1. საშინაო დავალების შემოწმებისას კიდევ ერთხელ გავუსვავთ ხაზსს, რომ
ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოების გასაგებად, გასაანალიზებლად უნდა მოვიშველიოთ წარმოსახვა.
მოსწავლეები წარმოადგენენ
სქემების სახით რა დაინახეს, რა გაიგონეს(რას მოუსმინეს) და იგრძნეს ნიკო ლორთქიფანიძს
მინიატურებში. შემდეგ გამოყოფენ ერთ ძირითად ფრაზას, რომელიც უკავშირდება ქვეთავის
სახელს - ,,ფესვები’’. 5წთ.
2. მუშაობა ჯგუფებში და ასოციაციური რუკის შედგენა.
(კლასის დაყოფა ოთხ ჯგუფად)
დაფის შუაში დავწერ აკაკი
წერეთელს, მოსწავლეებს ჯგუფებში ვურიგებ ფერად წებოვან ფურცლებს და ვთხოვ მოკლედ
დაწერონ ის, რაც ახსოვთ აკაკის ბიოგრაფიიდან ან შემოქმედებიდან. შემდეგ ჯგუფიდან
ერთი გამოდის, ისრების გასწვრივ მიაკრავს და წაგვიკითხავს ჩანაწერებს, გაიხსენებენ
აკაკის.
4წთ.
II ფრაზა
- სიღრმისეული წვდომა
. საერთო საკლასო მუშაობა
მოკლედ შევაჯამებ რა რუკას, ვესაუბრები მწერლის ერთ-ერთ მიზანზე,
მხატვრულად ასახოს თავის შემოქმედებაში სამშობლოზე შეყვარებული და მისთვის თავდადებული
გმირები(,,თორნიკე ერისთავი’’, ,,ხატის წინ’’) გავაცნობ ნაწყვეტს ნიცა ბაგრატიონ-წერეთლის
მოგონებიდან, შემდეგ მოვასმენინებ აკაკის ხმას, რომელიც კითხულობს ,,განთიადს’’. 6წთ.
. შემდეგ მე თვითონ წავუკითხავ ლექსს. -3წთ
. გავარკვევთ, რომ ორი ნაწილისგან
შედგება და I ნაწილში ოთხი სტროფია, ჯგუფები
მიღებული ინსტრუქციის მიხედვით მუშაობენ.
I ჯგუფი: ამოიწერენ
იმ მიზნებს, რომლებითაც მთაწმინდის გლოვაა გამოხატული, ისაუბრებენ მხატვრულ ხერხზე,
ასევე რთულ სიტყვებს, შეეცდებიან გაარკვიონ და თვითონ განმარტონ ეს სიტყვები, თუ
გსმენიათ ეს სიტყვები ისტორიულ პიროვნებებთან მიმართებით;
II ჯგუფი:
I, II და
III სტროფებიდან
ამოიწერენ მსაზღვრელ-საზღვრულებს, დააჯგუფებენ(წყობის მიხედვით), შეეცდებიან იმსჯელონ
ამ სტროფებში გამოყენებულ წყობებზე;
III ჯგუფი:
მოძებნის და ამოიწერს ეპითეტებს, მეტფორებს, ალიტერაციის ნიმუშებს და გაარკვევს მის დანიშნულებას.
IV ჯგუფი:
სქემაში ჩაწერს რა დაინახა, რა მოისმინა და რა იგრძნო ლექსის წაკითხვისას -3წთ.
. ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს
-5წთ.
. წარმოდგენილი მასალების გაერთიანების
მიზნით განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევინებ
სიტყვაზე ,,თავდადებული’’. ეს განსაზღვრება
მან სხვაგანაც გამოიყენა (,,დემეტრე თავდადებული’’). სამარე თავდადებულისაა. მისი
თავდადებაა ლექსის შექმნის მიზეზიც და დედააზრიც.
მათ დაეხმარებათ, განვმარტავ ალუზიურ ადგილებს, (,,ცისკრის ვარსკვლავი’’)
მივიყვან დასკვნამდე, რომ
ლექსში სახელი არაა ნათქვანი, აქ მხოლოდ თავდადებულის სამარეა, მაშასადამე, თავდადებაა
ლექსის შექმნის ძირითადი მიზეზი. აუცილებელი არაა ვინმე კონკრეტული იყოს. თითოეული
ქართველის მოვალეობაა თავდადება. თუმცა ამ ლექსშiნახსენები თავდადებული დიმიტრი ყიფიანია.
ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ ფილმს. –
10წთ.
. მოსწავლეებს თავიდან ბოლომდე
წავაკითხებ ლექსს. – 3წთ
. კითხვებით შევამოწმებ როგორ
გაიგეს ლექსის დედააზრი, გაკვეთილის შესაჯამებლად გამოვიყენებ წინასწარ მომზადებულ
ლექსის რუკას-პირამიდას, რომელსაც შევავსებ კლასის დახმარებით;
. შეფასება იქნება განმავითარებელი
ჯგუფებისათვის, განმსაზღვრელი ინდივიდუალური შეფასებისას. – 2წთ
. საშინაო დავალება:
ა) აკაკი წერეთელი, ,,განთიადი’’
ზეპირად;
ბ) დაწერეთ ესე: რა მაკავშირებს
ჩემქვეყანასთან;
გ) მოიძიეთ წერილი, რომელიც
დიმიტრი ყიფიანმა მისწერა ეგზარხოს პავლეს.
2წთ
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment